ფეხბურთი

16:33 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეილს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს, გარეთ ბეილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც გვაუწყა, რომ უელსელს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული.

ბეილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები ყურადღებით დააკვირდებიან. თუმცა, დიდი ალბათობით, ფეხბურთელს “ლივერპულთან” მატჩის გამოტოვება მოუწევს, ხოლო “ბარსელონასთან” თამაშს შეძლებს თუ არა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღნიშნული ტრავმა, ბეილმა უელსის ნაკრებში მიიღო და ამის გამო, “ლევანტესთან” მოგებული შეხვედრაც გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179823