ფეხბურთი

16:12 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი იოლ მატჩს არ ელის

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე, მანუელ ნოიერი ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებთანაც ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩსა და ბუნდესლიგის განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა.

წინა ტურში “ბაიერნმა” “ვერდერი” მიიღო შინ და 6:0 გაანადგურა. გერმანიის ნაკრების კარი დარაჯმა კი, ზედიზედ მე-6 მშრალი შეხვედრა ჩაატარა ბუნდესლიგაში. ნოიერს 748 წუთია გოლი არ გაუშვია.

“ვერდერთან” შეხვედრა იყო გენერალური რეპეტიცია “რომასთან” მატჩამდე. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მარტივად გავიმარჯვეთ.

თუმცა, “რომასთან” შეხვედრა სულ სხვა დონეა. იოლი მატჩი ნამდვილად არ გველის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. იტალიელებს ჩინებული გუნდი ჰყავთ”, - განაცხადა 28 წლის მეკარემ.

“რომასა” და “ბაიერნის” დაპირისპირება სამშაბათს 22:45 წუთზე შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117625