ჭადრაკი

23:05 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიას დუბლი

ბრწყინვალე შედეგით – 9-დან 9 მოგებით გაიმარჯვა ლევან ფანცულაიამ ქართული გრან-პრის მესამე ეტაპზე ელვისებურ ჭადრაკში!

ჩემპიონმა 27.4 სარეიტინგო ქულა მოიმატა და3036 (!) რეიტინგ-პერფომანსი აჩვენა.

ფანცულაიას მთელი ორი ქულით ჩამორჩა შოთა აზალაძე. 6.5ქულით მესამე შედეგი ზურაბ ჯავახაძეს ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფანცულაიამ სწრაფ ჭადრაკში პირველობაც არავის დაუთმო. მეორე-მესამე ადგილებზე ლუკა პაიჭაძე და ნიკა ქუმსიაშვილი გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111538