რაგბი

21:25 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა “ჩელენჯ ქაფი” მარცხით დაიწყეს

ევროპის რანგით მეორე “ჩელენჯ ქაფის” პირველ ტურში სამმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ორივე გუნდი, რომლებშიც ქართველი ლეგიონერები თამაშობდნენ, დამარცხდა.

მესამე ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” უელსურ “ნიუპორტს” უმასპინძლა და 22:38 დამარცხდა. ქართველი ბურჯები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ქუბრიაშვილი 46-ე, ხოლო ჟვანია 71-ე წუთზე შეცვალეს.

პარიზული მატჩის ბედი დასკვნით 20 წუთში გადაწყდა. პირველ ტაიმში მასპინძელთა 5 ჯარიმას მეტოქემ 2 ლელოთი, ერთი გარდასახვით და ერთი ჯარიმით უპასუხა. “ნიუპორტმა” მეორე ნახევრის დებიუტში მესამე ლელო გაიტანა და ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. 57-ეზე “სტად ფრასემ” ლელო-გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში 13 უპასუხო ქულა მიიღო და უქულოდ დარჩა.

ამავე ჯგუფში ოთარ ტურაშვილის “ბუქარესტი” ინგლისში “ნიუკასლთან” 19:43 დამარცხდა. ქართველი ჰუკერი, რომელსაც რუმინეთის მოქალაქეობა აქვს, განაცხადში არ იყო. მომდევნო ტურში “სტად ფრანსე” ბუქარესტში თამაშობს.

მეხუთე ჯგუფში, ინგლისში, ადგილობრივ “გლოსტერთან” 0:55 განადგურდა კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივი”. ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს ფრანგები მხოლოდ 0:20 აგებდნენ. ვეტერან შველიძეს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს. “ბრივი” მომდევნო ტურში იტალიურ “ძებრეს” მასპინძლობს.

მეორე ჯგუფში გიორგი ჟღენტის “ბაიონმა” ინგლისის “ექსეტერს” უმასპინძლა და 30:24 დაამარცხა. ამავე ჯგუფში ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” ირლანდიაში “კონახტთან” 12:48 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.

მეოთხე ჯგუფში ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა შოტლანდიურ “ედინბურგს”, 13:15 წააგო და პრემიალურ ქულას დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგები 70-ე წუთისთვის 13:5 იგებდნენ, მაგრამ მერე 10 უპასუხო ქულა მიიღეს.

პირველ ჯგუფში ინგლისში “ლონდონ აირიშთან” 14:70 წააგო იტალიურმა “როვიგომ”, რომელმაც “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო პლეი ოფში “თბილისის კავკასიელებს” ორი მატჩის ჯამში 7 ქულით სძლია.

ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი

I ტური. 17-19 ოქტომბერი

I ჯგუფი

კარდიფი (უელსი) - გრენობლი (საფრანგეთი) 37:14

ლონდონ აირიში (ინგლისი) - როვიგო (იტალია) 70:14

1. ლონდონ აირიში 1 1 0 0 70:14 5
2. კარდიფი 1 1 0 0 37:14 5
3. გრენობლი 1 0 0 1 14:37 0
4. როვიგო 1 0 0 1 14:70 0

მომდევნო ტური. 24 ოქტომბერი

როვიგო - კარდიფი; გრენობლი - ლონდონ აირიში

II ჯგუფი

კონახტი (ირლანდია) - ლა როშელი (საფრანგეთი) 48:12

ბაიონი (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი) 30:24

1. კონახტი 1 1 0 0 48:12 5
2. ბაიონი 1 1 0 0 30:24 4
3. ექსეტერი 1 0 0 1 24:30 1
4. ლა როშელი 1 0 0 1 12:48 0

მომდევნო ტური. 24-25 ოქტომბერი

ლა როშელი - ბაიონი; ექსეტერი - კონახტი

III ჯგუფი

ნიუკასლი (ინგლისი) - ბუქარესტი (რუმინეთი) 43:19

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ნიუპორტი (უელსი) 22:38

1. ნიუკასლი 1 1 0 0 43:19 5
2. ნიუპორტი 1 1 0 0 38:22 5
3. სტად ფრანსე 1 0 0 1 22:38 0
4. ბუქარესტი 1 0 0 1 19:43 0

მომდევნო ტური. 24 ოქტომბერი

ბუქარესტი - სტად ფრანსე; ნიუპორტი - ნიუკასლი

IV ჯგუფი

ბორდო (საფრანგეთი) - ედინბურგი (შოტლანდია) 13:15

ლიონი (საფრანგეთი) - ლონდონ უელში (ინგლისი) 28:18

1. ლიონი 1 1 0 0 28:18 5
2. ედინბურგი 1 1 0 0 15:13 4
3. ბორდო 1 0 0 1 13:15 1
4. ლონდონ უელში 1 0 0 1 18:28 0

მომდევნო ტური. 23-24 ოქტომბერი

ლონდონ უელში - ბორდო; ედინბურგი - ლიონი

V ტური

გლოსტერი (ინგლისი) - ბრივი (საფრანგეთი) 55:0

ძებრე (იტალია) - ოიონაქსი (საფრანგეთი) 24:33

1. გლოსტერი 1 1 0 0 55:0 5
2. ოიონაქსი 1 1 0 0 33:24 4
3. ძებრე 1 0 0 1 24:33 0
4. ბრივი 1 0 0 1 0:55 0

მომდევნო ტური. 24-25 ოქტომბერი

ბრივი - ძებრე, ოიონაქსი - გლოსტერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124777