ჩოგბურთი

19:15 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შამილ ტარპიშევს უილიამსებზე ხუმრობა 25000 დოლარი დაუჯდა

WTA-მ რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შამილ ტარპიშევს 25000 ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა და WTA-სთან 1 წლით კონტაქტი აუკრძალა.

როგორც პორტალი Tennis.com იუწყება ტარპიშევი რუსეთის პირველი არხის ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დები უილიამსები ძმებად მოიხსენია.

WTA-მ ტარპიშევის ნათქვამი ჩოგბურთელების შეურაცხყოფად მიიჩნია და ზემოხსნებული ჯარიმის გარდა, შამილს ჩოგბურთელებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ტარპიშევის განცხადებით, მან მხოლოდ იხუმრა და იქვე აღნიშნა, რომ დები უილიამსები ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. რუსს არ ესმის WTA-ის გადაწყვეტილება და მათ იუმორის სწორად ვერაღქმაში ადანაშაულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112318