რაგბი

10:53 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპარინგში 19-წლამდელებმა იმარჯვეს

დღეს (18/10/2014), შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 19 წლამდელებმა უმაღლესი ლიგის კლუბ „არმაზსთან“ ითამაშეს. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 26 ოქტომბრიდან 1 ნომებრის ჩათვლით ლისაბონში გაიმართება.

19-წლამდელები წინა-სატურნირო მზადებას 13 ოქტომბერს შეუდგნენ, რომლის ფარგლებში მათ სპარინგ-მატჩი გამართეს არმაზსთან. ილია მაისურაძემ რამოდენიმე მოთამაშე - ბადრი ალხაზაშვილი, ბექა კაკაბაძე და ვასილ ლობჟანიძე დაასვენა.

არმაზი მატჩზე შეადრებით შესტებული რაზმით გამოვიდა. ირაკლი მაჩხანელმა ძირითადის ოთხმოცი პროცენტი დაასვენა, რითაც კლუბის ესპუარებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

შეხვედრა 13 საათზე დაიყო და 19-წლამდელთა გამარჯვებით 35-5 დასრულდა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები შეკრებას ხვალ დაასრულებენ, რომლის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი 26 კაციან სატურნირო რაზმს დაასახელებს.

19 ბორჯღალოსნები: სამწვთნელო შტაბი და საშეკრებო რაზმი

მთ. მწვრთნელი - ილია მაისურაძე, მწვრთნელები - ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, გიგა გურეშიძე, ფიზ. მომზადება - გიორგი ნადარეიშვილი, ექიმი - ვახო წიკლაური, ვიდეო ანალიტიკოსი - დავით რამიშვილი

შეკრებაზე არ იმყოფება მონ დე მარსანის მორაგბე ბექა გორგაძე, რომელიც გუნდს ტურნირზე შეუერთდება.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116581