თამაშგარე

10:43 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაროლინ სლეიკომ ქმრის წარმატებებით გაიხარა

ბოლო დროს ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას კარიერაში სასიხარულო ცვლილებებია. თუნდაც ის რად ღირს, რომ კაკა მისმა ძველმა მეგობარმა და ახლა უკვე ნაკრების მწვრთნელად მობრუნებულმა კარლოს დუნგამ “სელესაოში” კვლავ მიიწვია და კაკაც თავს არ ზოგავს თავისი ძველებური სიჩაუქე რომ გვაჩვენოს.

ქმრის წარმატებამ ფრთები შეასხა კაკას ცოლს, კაროლინ სელიკოს, რომელსაც როგორც ჩანს ბოლო დროს ჩრდილში ყოფნა ნამეტანი არ მოსწონდა და კაკას წარმატებების შემდეგ “ყვითელმა” პრესამ კაროლინიც გაიხსენა და მასთან გასაუბრება საინტერესოდ მიიჩნია.

კაროლინ სელიკოს თქმით, ადრე კარგად ვერ ხვდებოდა, მისი როგორი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებოდა ქმარს, რათა წარმატებებში ხელი არ შეშლოდა,. ახლა უკვე ფეხბურთელის ცოლობაში კარგად გამოიბრძმედა და ყველაფერს გააკეთებს, რომ რიკარდო კაკას წარმატებები დიდხანს გაგრძელდეს.

0.128306