თამაშგარე

10:39 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემს პოპულარობა მოსწყინდა

რა არ ნახა დევიდ ბექჰემმა მისი მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრების მანძილზე. რომელი ქვეყანა არ მოიარეს მან და მისმა ასევე ნამეტნავად პოპულარულმა ცოლმა, ვიქტორია ბექჰემ-ადამსმა, რომელ საფეხბურთო კლუბში არ აგორა ბურთი და ბოლოს ეს კაციც დაიღალა...

ერთ-ერთ ბრიტანულ ბულვარულ ჟურნალთან საუბრის დროს დევიდ ბექჰემი ამბობს, რომ რაც დრო გადის სულ უფრო ნაკლებად მოსწონს საკუთარი პოპულარობა და სულ უფრო ხშირად უჩნდება რეალობიდან გაქცევის სურვილი. ახალ დადგა დრო, როცა ინგლისელი მობურთალის მთავარი საზრუნავი საკუთარი ოჯახია.

”ადრე, როდესაც ცნობილი ადამიანები ამბობდნენ, რომ პოპულარობამ ძალიან დაღალათ, მე მეგონა, რომ ეს მხოლოდ ერთგვარი პოზა და თავის მოწონების მორიგი ფანდი იყო. თუმცა ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი მართლაც მოსაბეზრებელია. შორს არაა ის დრო, როდესაც საზოგადოებას მედიის საშუალებით აღარ ვეკონტაქტები” – ამბობს ლეგენდარული ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116819