ჭიდაობა

21:47 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საზედამხედველო საბჭო და მიმართვა პრემიერ მინისტრს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ნოემბერში მოსკოვში ევროპის თასი ჩატარდება. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ქართველმა ფალავნებმა გროზნოსა და ხასავიურტის ტურნირები გამოტოვეს და ჯერჯერობით გაურკვეველია, გამოვლენ თუ არა კონტინენტის თასზე.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა კი განაცხადა, მოსკოვის შეჯიბრებისთვის მზადებას 22 ოქტომბრიდან შევუდგებითო, თუმცა, ფალავნების პროტესტი კვლავ არ ცხრება და ვარჯიშის დაწყება სათუოა.

ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომის მოთხოვნით მოჭიდავეები დღესაც, სპორტის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და პრემიერ მინისტრს მდგომარეობის დარეგულირების თხოვნით მიმართეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა რევაზ მინდორაშვილმა, ორგზის პრიზიორმა გიორგი გოგშელიძემ საჭიდაო სამყაროს სახელით კიდევ ერთხელ მოითხოვეს კურტანიძის გადადგომა და ყოველგვარი პოლიტიკური სარჩული გამორიცხეს.

ამასობაში შეიქმნა 7 კაციანი საზედამხედველო საბჭო (თავმჯდომარე სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანია, მოადგილე სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი), რომელიც თავის დასკვნას დადებს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ედიშერ მაჩაიძემ სიტუაციიის შეძლებისდაგვარად მალე დარეგულირების და ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

თეგებიჭიდაობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114686