თამაშგარე

10:41 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიკე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა – შაკირა არა

“ბარსელონას” მცველი, ხერარდ პიკე, კატალონიის დამოუკდებლობის გულმხურვალე მხარდამჭერი ყოფილა, რაც ძალიან არ მოსწონს მის მეორე ნახევარს. კოლუმბიელ მომღერალ შაკირას, რომელიც ვერ ხვდება 21-ე საუკუნეში რა აქვთ გასაყოფი კატალონიელებსა და ანდალუზიელებს.

ხერარდს ადრეც უთქვამს, რომ ის და შაკირა კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე ვერ თანხმდებიან და ეს კატალონიელ ფეხბურთელს ძალიან არ მოსწონს, თუმცა, შაკირას ვერ ეწინააღმდეგება. კატალონიელები უკვე ათწლეულებია ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას, მაგრამ მათი ეს მცდელობები სამართლიანად სეპარატიზმადაა შეფასებული.

კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩაფლავების ამბავი პიკეს ძალიან მძიმედ გადაუტანია. პიკეს და კატალონიელი სეპარატისტების მრავალ მხარდამჭერს იმედი ჰქონდათ, რომ საწადელს მიაღწევდნენ, მაგრამ შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და კატალონიელებიც შედრკნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151536