ისტორია

9:59 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

27 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 

 2012. ლონდონში საზეიმოდ ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

 მნიშვნელოვანი ფაქტები

1913. ბელგიელმა ველომრბოლელმა ფილიპ ტისმა, “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

1914. ჰოლანდიის ქალაქ კერკრადეში, საფეხბურთო კლუბი “როდა დაარსდა”.

1924. პარიზში თანამედროვეობის მერვე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 44 ქვეყნის 2607-მა სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (45 ოქრო, 26 ვერცხლი, 26 ბრინჯაო), მეორე ადგილზე ფრანგი ათლეტები აღმოჩნდნენ (13, 15, 10), მესამეზე ფინელი სპორტსმენები (14, 13, 10).

1930. ფრანგმა ველოსპიდესტმა ანდრე ლუდეკმა “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

1930. ურუგვაის პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი: ურუგვაი-იუგოსლავია 6:1; გოლები სეამ (3), ანსელმომ (2), ირიარტემ (ურუგვაი) და ვუიადინოვიჩმა (იუგოსლავია) გაიტანეს. მონტევიდეოს “სენტენარიოს” სტადიონზე თამაშს 55 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1952. პოლონელმა სტაიერმა ემილ ზატოპეკმა ჰელსინკის ოლიმპიადის მსვლელობისას, მარათონული გარბენი  მსოფლიოს რეკორდით მოიგო (2:23,03).

1955. ინგლისის მოქმედ ჩემპიონ ლონდონის “ჩელსის” ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ დართო.

1967. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჰელმონდ სპორტი”.

1985. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ხუან ანტონიო სამარანჩმა საბჭოთა მეკარე ლევ იაშინს ოლიმპიური ორდენი გადასცა.

1986. გრეგ ლემონდი პირველი ამერიკელი ველოსიპედისტი გახდა, რომელმაც “ტურ დე ფრანსი” მოიგო.

1991. დაარსდა საქართველოს ნიჩბოსნობისა და კანოეს ფედერაცია. 1991 წლიდან აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FISA) წევრია. 1996 წლის 25 ოქტომბრიდან ბაიდარისა და კანოეს საერთაშორისო ფედერაციაში (ICF) გაწევრიანდა. მისი პირველი პრეზიდენტი ანზორ ჭლიკაძე იყო.

1992. ბარსელონას ოლიმპიადის მსვლელობისას დსთ-ის მოცურავეთა ოთხეულმა 200 მეტრ ესტაფეტაზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:11,95).

1996. ატლანტის ოლიმპიადის მსვლელობისას “ატლანტა ოლიმპიკ პარკში” ბომბი აფეთქდა, რომელმაც 1 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 110 კაცი მძიმე დაიჭრა.

1996. კანადელმა მძლეოსანმა დონოვან ბეილიმ ატლანტის ოლიმპიადის მსვლელობისას 100 მეტრი გარბენი მსოფლიოს რეკორდით მოიგო (9,84).

1999. თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, კიშინოვის “ზიმბრუს” 2:1 მოუგო. ასპარეზობის მიწურულს თბილისელთაგან გოლები კლიმენტი წიტაიშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა. “დინამო”: დონდტი, შაშიაშვილი, ჭიჭვეიშვილი, დიდავა, სახვაძე (ხომერიკი), ვასილ გიგიაძე, გიორგი კიკნაძე, ალექსიძე, დე სოუზა (წიტაიშვილი), აშვეთია, სიჭინავა.  

2006. უეფა-ს თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” ბრატისლავას “პეტრჟალკა” 2:1 დაამარცხა, თუმცა შემდგომ ეტაპზე გასვლა მაინც ვერ მოახერხა, რადგან სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული. ასევე თბილისის “ამერმა” სტუმრად ერევნის “ბანანცს” 2:1 მოუგო და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საგზური მოიპოვა, რადგან საკუთარ მოედანზე მხოლოდ 0:1 ჰქონდა წაგებული.

2008. “ტურ დე ფრანსის” ველორბოლა ესპანელი კარლოს სასტრეს გამარჯვებით დასრულდა. იგი მეშვიდე ველომრბოლია, რომელმაც პლანეტის ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება მოიგო. 

2008. პლაჟის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ იტალიას 5:3 სძლია.

2009. “ბარსელონამ” და მილანის “ინტერმა” ფორვარდები, კამერუნელი სამუელ ეტოო და შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაცვალეს. მოლაპარაკების თანახმად კატალონიიდან იტალიაში ალეკსანდრ გლები უნდა გადასულიყო, მაგრამ ბელორუსმა ფეხბურთელმა “სან სიროზე” თამაში იუარა.

2012. ლონდონში საზეიმოდ ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

2013. ოქსანა კალაშნიკოვამ ბაქოს საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი მოიგო (235 დოლარი საპრიზო ფონდი) მოიგო წყვილთა თანრიგში. 

ამ დღეს დაიბადნენ

1897. ადოლფო ბალონჩიერი. Gასული საუკუნის 20-იანი წლების იტალიის ნაკრების ფორვარდი და კაპიტანი. 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 25 გოლი. ბალონჩიერი იტალიის ორგზის ჩემპიონია.

1907. მოლი დორინ ფილიპსი. დიდი ბრიტანელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1932 და 1936 წლების ზამთრის ოლიმპიადების ბრინჯაოს პრიზიორი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, მსაჯობდა ოლიმპიადებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

1928. კარლ მაი. 1950-იან წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნახევარმცველი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი. შვეიცარიის მუნდიალზე ჩაატარა 5 მატჩი. Чемпион мира 1954 года. Больше известен

1931. ნიკოლაი სოლოვიოვი. კლასიკური სტილით მოჭიდავეთა შორის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (52 კგ).

1947. გივი ონაშვილი. ძიუდოში (93 კგ) 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. გივი ონაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია (1974, 1975), სამჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი (1969, 1972, 1976), ხოლო ერთხელ ბრინჯაო (1971). 1969 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიკავა მესამე ადგილი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1973).

1948. პეგი ფლემინგ ჯენკინსი. ამერიკელი ციგურებით მოსრიალე. 1968 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1955. ალექსანდრ სტარკოვსკი. თამაშობდა რიგის “დაუგავასა” და მოსკოვის “დინამოში.” წვრთნიდა  რიგის “სკონტოს” ლატვიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს. 2004 წელს, ლატვიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. წვრთნიდა მოსკოვის “სპარტაკს”.

1956. გარი ბერტსლი. “ნოტინჰემ ფორესტის” ფორვარდი. 1979 და 1980 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ევროპის სუპერთასის მფლობელი. 1978 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი.

1957. ჰანსი მიულერი. გფრ-სა და “შტუტგარტის” ფეხბურთელი. 1980 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1982 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. 1978 წლის მუნდიალის მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. “ტიროლის” შემადგენლობაში ორჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის თასი.

1958. კრისტოფერ დინი. დიდი ბრიტანელი ციგურებით მოსრიალე. კეინ ტორვილთან წყვილში მოიგო სარაევოს 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადა.

1965. ხოსე ლუის ჩილავერტი (ხოსე ლუის ფელიკს ჩილავერტ გონსალესი). პარაგვაის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი და კაპიტანი. მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. პარაგვაის ნაკრებში ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1995, 1997 და 1998 წლებში დაასახელეს პლანეტის საუკეთესო მეკარედ. არგენტინული “ველეს სარსფილდის” შემადგენლობაში, 1994 წელს მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. 1996 წელს დაასახელეს არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. პროფესიონალური კარიერის განმავლობაში გატანილი აქვს 62 გოლი.

1967. ემილ ვან ეიკერენი. ჰოლანდიის ნაკრებისა და ნეკ-ის ფეხბურთელი.

1971. ალექსეი კობელევი. რუსი ბიატლონისტი. მსოფლიოს ჩემპიონი.

1972. ვლადიმირ კრსტიჩი. სერბია-ჩერნოგორიის კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1973. ნიკი ჯენკინსი. ამერიკელი ძიუდოსიტი ქალი. 72 კგ წონით კატეგორიაში მოიგო 1996 წლის ოლიმპიადა.

1977. მარტინ ლაურსენი. დანიის ნაკრების, “სილკებორგის”, “ვერონას”, “მილანის”, “ასტონ ვილას” ფეხბურთელი. მილანელთა შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (2003), იტალიის ჩემპიონობა და თასი. დანიის ნაკრებში ჩაატარა 53 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

 

ამ დღეს გარდაიცვალა

1982. ვლადიმირ სმირნოვი. მოფარიკავე. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. დაიღუპა 28 წლის ასაკში.

1993. რეჯი ლუისი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი. გამოდიოდა “ბოსტონ სელტიკსში”. ვარჯიშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115764