ისტორია

10:08 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

27 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 

 1977. დაიბადა დეკუ (ანდერსონ ლუიშ დე სოუზა). ბრაზილიური წარმოშობის პორტუგალიის ნაკრების, “ალვერკას”, “სალგეირუშის”, “პორტუს” (1999-2004), “ბარსელონას” (2004-08), “ჩელსის” (2008 წლიდან), “ფლუმინენსეს” (2010 წლიდან) ნახევარმცველი. 2002 წელს მიიღო პორტუგალიის მოქალაქეობა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში დაიწყო თამაში. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 64 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. დეკუს ორი გუნდის შემადგენლობაში აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. 2004 წელს მან ეს “პორტუს”, 2006-ში კი “ბარსელონას” ასპარეზობისას მოახერხა. 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. 2003 წელს დაეუფლა უეფას თასს. 2006 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალისტი. “ბარსელონას” პორტუ ალეგრის “ინტერნასიონალთან” მარცხის მიუხედავად დეკუ ფინალის საუკეთესო მოთამაშედ სცნეს და “ოქროს ბურთი” გადასცეს. დეკუ პორტუგალიის სამგზის (1999, 2003, 2004) და ესპანეთის ორგზის (2005, 2006) ჩემპიონია. სამჯერ ფლობდა პორტუგალიის, ორჯერ ესპანეთის სუპერთასებს. “ჩელსის” შემადგენლობაში მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (2009) და ქვეყნის სუპერთასი (2009). 2010 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. 2012 წელს მოიპოვა კარიოკას შტატის პირველობა. 

 მნიშვნელოვანი ფაქტები

1887. ინგლისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბლექპული.”

1895. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ფრედ ჰოუვიმ რობერტ ერენი 6:3, 6:2, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მეთხუთმეტე ჩემპიონი გახდა.

1900. რუსეთში პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. სანკტ-პეტერბურგის “სპორტმა” გერმანიის გუნდს 2:0 მოუგო.

1922. ფინელმა სტაიერმა ჰაავო ნურმიმ 3000 მეტრ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8:28.6).

1922. ინგლისური კლუბის, “ბრისტოლ რივერსის” გოლკიპერმა პირველი მატჩი ჩაატარა იმ 246 შეხვედრიდან, რომლებშიც იგი შეუცვლელად იცავდა ბრისტოლელთა კარს. აღნიშნული სერია 1928 წლამდე გრძელდებოდა.

1928. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ელენ მუდმა ელენ ჯეკობსი 6:2, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 42-ე ჩემპიონი გახდა.

1952. ჩეხმა სტაიერმა ემილ ზატოპეკმა, ოლიმპიადის ისტორიაში მეთორმეტე მარათონული გარბენი მოიგო (2.23:03).

1953. ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “შეფილდ უენსდის” მოთამაშე ნორმან კურტისმა ტრავმირებული გოლკიპერი შეცვალა და “პრესტონ ნორთ ენდის” მიერ შესრულებული ორი პენალტიც მოიგერია, თუმცა საბოლოოდ შეფილდელები 0:6 დამარცხდნენ.

1960. ამერიკელმა მოცურავემ, ანიტა ლონსბროუმ 200 მეტრზე ცურვაში ოლიმპიადა მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდით მოიგო (2:49.5).

1966. ინგლისელმა ფრენსის ჩიჩესტერმა პირველმა წამოიწყო სოლო მოგზაურობა (ნაოსნობით) დედამიწის გარშემო.

1974. თბილისის “დინამომ” ესპანეთის ქალაქ ლას პალმასის ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში, პოლონეთის ზაბჟეს “გურნიკს” 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ქართველთაგან გოლები გივი ნოდიამ, ზურაბ წერეთელმა და მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანეს. “დინამო”: გოგია (გაგოშიძე), ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, ასათიანი, მ. მაჩაიძე, გუცაევი, გ. ნოდია (რეხვიაშვილი), წერეთელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1975. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი მატჩი ხელოვნური განათების პირობებში ჩატარდა. იმ შეხვედრაში პარუნმა სმიტი დაამარცხა.

1975. ინგლისელებმა, ვერონიკა და კოლინ სკარჯილებმა ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო შემოვლა დაასრულეს. მათ 18020 მილი გაიარეს.

1976. რენე რიჩარდსი ტრანსსექსუალობის გამო ჩოგბურთში  აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირიდან მოხსნეს.

1978. ჰოლანდიაში გარი კნეტემანი ველოსპორტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1985. მერი ჯო ფერნანდესი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობის შეხვედრა მოიგო. მან, 14 წლის და 8 დღის ასაკში, ტურნირის პირველ წრეში სარა გომესს მოუგო.

1993. დიდ ბრიტანელმა მძლეოსანმა სალი განელმა, შტუტგარტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 400 მ დისტანციაზე სირბილში პლანეტის რეკორდი დაამყარა (47,89).

1994. გერმანელმა ჰერსტ ორტმანმა ალუბლის კურკის გადაფურთხებაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (28.98 მ).

1997. თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ლევერკუზენის “ბაიერს” 1:0 მოუგო (პირველი შეხვედრა გერმანელებმა 6:1 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა, ხოლო ერთადერთი გოლი დავით მუჯირმა გაიტანა. “დინამო”: ზოიძე, ცქიტიშვილი, ჯელაძე, ლობჟანიძე, დიდავა, ჩხაიძე, გუჩუა, გოგობერაშვილი (ალექსიძე), კიკნაძე, იაშვილი, მუჯირი (კვარაცხელია). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1998. ბათუმის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ბელგრადის “პარტიზანს” 1:0 მოუგო (პირველი შეხვედრა იუგოსლავიელებმა 2:0 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე, თამაშს 12 ათასი მაყურებელი დაესწრო, ქართველთა მხრიდან ერთადერთი გოლი თენგიზ სიჭინავას ანგარიშზეა. “დინამო”: ტოგონიძე, ვერემჩუკი, პაპიძე, ღლონტი, სიჭინავა, კანტიძე (მაქაცარია), მალხაზ მახარაძე, ყულეჯიშვილი, მაჭუტაძე, ტუღუში, გადელია (აფხაზავა). გუნდს ვალერიან ჩხარტიშვილი წვრთნიდა.

2004. ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 74 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ალექსანდრე დოხტურიშვილმა მოიპოვა, 96 კგ კატეგორიის ფინალში კი რამაზ ნოზაძე ეგვიპტელ ქარიმ იბრაჰიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

2006. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი როი კინი “სანდერლენდის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2006. ბრაზილიელმა პილოტმა ფელიპე მასამ ფორმულა 1-ის თურქეთის გრან პრი მოიგო.

2010. მონაკოში უეფა-ს სუპერთასზე ევროპის ლიგის თასის მფლობელმა მადრიდის “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მილანის “ინტერი” 2:0 დაამარცხა. “ატლეტიკომ” პირველად მოიგო ევროპის სუპერთასი.

2011. პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ირაკლი ცირეკიძემ მოიპოვა. 

ამ დღეს დაიბადნენ

1909. სილვერ მაესი. ბელგიელი ველოსიპედისტი. მოგებული აქვს “ტურ დე ფრანსი.”

1925. ნეთ ლოფტჰაუზი. ინგლისის ნაკრებისა და “ბოლტონ უონდერერზის” ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 30 მატჩი, გაიტანა 32 გოლი. 1958 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ინგლისის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი (1956). “ბოლტონის” რეკორდსმენია გატანილ გოლთა რაოდენობით (255). 

1927. ლისენიტ ლინსენჰოფი. დიდი ბრიტანელი ცხენოსანი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1929. ელიზავეტა ბაგრინცევა. საბჭოთა მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1952 წელს მოიგო ოლიმპიადის ვერცხლის მედალი.

1950. სინთია პოტერი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1972 და 1976 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

1954. ჯონ ლოიდი. ამერიკელი ჩოგბურთელი. გასული საუკუნის 70-იანი წლების პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელის, კრის ევერტის ყოფილი მეუღლე.

1956. ჯან-ფრანსუა ლარიოსი. 1978-82 წლებში საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 17 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 1980 წელს დაასახელეს საფრანგეთის საუკეთესო მოთამაშედ. “სენტ ეტიენის” შემადგენლობაშო მოგებული აქვს საფრანგეთის თასი (1977). კარიერის მიწურულს ასპარეზობდა შვეიცარიაში და 1988 წელს გახდა ამ ქვეყნის ჩემპიონი.

1959. გერჰარდ ბერგერი. “ფორმულა-1”-ის გერმანელი პილოტი. 1988 წელს მოგებული აქვს იტალიის გრან-პრი.

1967. იგორ დობროვოლსკი. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდათა შორის (1990). 1990 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატისა და 1988 და 1992 წლების ევროპის პირველობათა მონაწილე. კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის “დინამოში” გაატარა (1986-90, 1993-94). გამოდიოდა საფრანგეთის, ესპანეტის, გერმანიისა და შვეიცარიის კლუბებშიც. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა და 2007 წლიდან სათავეში ჩაუდგა მოლდოვის ნაკრებს.

1976. კარლოს მოია. ესპანელი ჩოგბურთელი. საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი (1998). ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი (1997).

1977. დეკუ (ანდერსონ ლუიშ დე სოუზა). ბრაზილიური წარმოშობის პორტუგალიის ნაკრების, “ალვერკას”, “სალგეირუშის”, “პორტუს” (1999-2004), “ბარსელონას” (2004-08), “ჩელსის” (2008 წლიდან), “ფლუმინენსეს” (2010 წლიდან) ნახევარმცველი. 2002 წელს მიიღო პორტუგალიის მოქალაქეობა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში დაიწყო თამაში. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 64 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. დეკუს ორი გუნდის შემადგენლობაში აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. 2004 წელს მან ეს “პორტუს”, 2006-ში კი “ბარსელონას” ასპარეზობისას მოახერხა. 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. 2003 წელს დაეუფლა უეფას თასს. 2006 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალისტი. “ბარსელონას” პორტუ ალეგრის “ინტერნასიონალთან” მარცხის მიუხედავად დეკუ ფინალის საუკეთესო მოთამაშედ სცნეს და “ოქროს ბურთი” გადასცეს. დეკუ პორტუგალიის სამგზის (1999, 2003, 2004) და ესპანეთის ორგზის (2005, 2006) ჩემპიონია. სამჯერ ფლობდა პორტუგალიის, ორჯერ ესპანეთის სუპერთასებს. “ჩელსის” შემადგენლობაში მოგებული აქვს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (2009) და ქვეყნის სუპერთასი (2009). 2010 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. 2012 წელს მოიპოვა კარიოკას შტატის პირველობა.

1989. ილია ხმარა. რუსეთის კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი (194 სმ). ევროპის 2007 წლის ჩემპიონი. 

0.110021