ფეხბურთი

17:29 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხაბი ალონსო: “ჩემი “ბაიერნში” გადასვლა გვარდიოლას დამსახურებაა”

“ბაიერნის” ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ აღიარა, რომ მის ტრანსფერში პეპ გვარდიოლას ფაქტორმა დიდი როლი შეასრულა. ესპანელის თქმით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო “რეალიდან” “ბაიერნში” რომ გადავიდა.

“ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩემმა გერმანიაში გადასვლამ, ყველაფრის თავიდან დაწყება მინდოდა. ჩემი გადაწყვეტილება “რეალის” ხელმძღვანელობას გავაცანი და ისინი პატივისცემით მოეკიდნენ. სწორი ნაბიჯი გადავდგი. “ბაიერნში” გადასვლის მთავარი ფაქტორი პეპ გვარდიოლა იყო, რომელსაც უნდოდა, რომ მის გუნდში მეთამაშა”, - ალონსოს სიტყვებს პორტალი Goal.com ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ხაბი ალონსო “რელიდან” “ბაიერში” ამ ზაფხულს გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063163