ფეხბურთი

15:21 | 2.09.2026 | ნანახია [] - ჯერ

სტეფან ელ შაარავი კარიერას ყოფილ კლუბში გააგრძელებს

33 წლის შემტევი სტეფან ელ შაარავი კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს. იტალიელ ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ელ შაარავი „ჯენოას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფცია ექნება.

ელ შაარავი სწორედ „ჯენოას“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2008-10 წლებში თამაშობდა. მას კარიერის განმავლობაში ასევე "მილანში", "მონაკოში" და 'რომაში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169649