სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე "ნიუკასლ იუნაიტედმა" "ლილიდან" 21 წლის ბელგიელი თავდამსხმელი მატიას ფერნანდეს-პარდო დაიმატა. "კაჭკაჭებმა" მის სანაცვლოდ 51 მილიონი გადაიხადა და ითვლება, რომ მიმდინარე სეზონში სწორედ ახალგაზრდა ბელგიელი იქნება "ნიუკასლის" მთავარი ძალა.
„თუმცა, Football Fancast-ის ჟურნალისტი ანგუს სინკლერი მიიჩნევს, რომ სალიას პოტენციალი აქვს, 51 მილიონ ფუნტად შეძენილ პარდოზე დიდი ვარსკვლავი გახდეს.“
"სალიას გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს პოტენციალი, ფერნანდეს-პარდოს გადაასწროს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. მას აქვს ფეთქებადი გადართვის უნარი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გააქტიურდეს, ხოლო მისი ტექნიკური და ტაქტიკური აზროვნება მის ასაკს აშკარად აღემატება.
„კაჭკაჭებმა“ ვახტანგ სალია 2025 წელს თბილისის „დინამოდან“ გადაიყვანეს და ტრანსფერში ბრძოლა ისეთ გუნდებს მოუგეს, როგორებიც "ბარსელონა" და "რეალი" არიან. ტრავმებმა სალიას „ნიუკასლში“ პირველი წელი გაუფუჭა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ მან ფორმა შესანიშნავად დაიბრუნა, მხოლოდ ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
დინამიკური შემტევი სულ უფრო და უფრო უმჯობესდება და, მისი ბუნებრივი გოლეადორული უნარის გათვალისწინებით, ეჭვი არ არსებობს, რომ მას შეუძლია ერთ დღეს ამ საქმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახდეს", - წერს ჟურნალისტი ანგუს სინკლერი.
ვახტანგ სალია „ნიუკასლის“ აკადემიაში მეორე სეზონს ატარებს. პირველი სეზონის უმეტესი ნაწილი მან ტრავმის გამო გამოტოვა.





