UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯიმ UFC on Paramount+-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ამერიკელი მებრძოლის განცხადებით, ილიასთან გამარჯვების შემდეგ, მან თავისი მემკვიდრეობა და კარიერა სრულყოფილი გახადა.
"ვფიქრობ, მაქს ჰოლოვეი იმ ადამიანის და იმ მემკვიდრეობის ჩამოყალიბების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელიც მე შევქმენი. მასთან მარცხის გარეშე ილიასთან გამარჯვება ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ილიამ ის დაამარცხა, ნოკაუტში ჩააგდო. შემდეგ კი მე ოქტაგონში შევედი, ილია დავამარცხე და წარმატებას მივაღწიე. დიახ, ამაზე უკეთეს სცენარს ვერ დავწერდი", - განაცხადა გეიჯიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია UFC freedom-ზე დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.







