ფეხბურთი

16:32 | 1.09.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ტოვებს, მაგრამ ისევ სერია A-ში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას „უდინეზედან“ „მონცაში“ გააგრძელებს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია: დღეს საბა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ლომბარდიულ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. გოგლიჩიძე „მონცას“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.

ის არ შედიოდა „უდინეზეს“ გეგმებში, მიმდინარე სეზონში არ მისცემია თამაშის შესაძლებლობა, ხოლო „მონცაში“, რომელიც სერია A-ში თამაშობს, წესით, პრაქტიკას საკმარისად მიიღებს.

გოგლიჩიძე „უდინეზემ“ შარშან „ემპოლიდან“ შეიძინა, მაგრამ გასული სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა, იანვარში „უოტფორდში“ გაანათხოვრეს და 12-ჯერ ითამაშა, რის შემდგომაც უდინეში დაბრუნდა, ახლა კიდევ ერთხელ გაანთხოვრეს. ასე რომ, „უდინეზეში“ ერთი ქართველი ლეგიონერი იქნება - გიორგი ჩაკვეტაძე.

საბა გოგლიჩიძემ თავი 2024-2025 წლების სეზონში „ემპოლიში“ გამოიჩინა, როცა 33 მატჩი ჩაატრაა, მანამდე კი „ტორპედოში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 6 თამაში აქვს ჩატარებული.

„მონცას“ სერია A-ში ორი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ხორვატი ივან იურიჩია, რომელიც სამ ცენტრალურ მცველიან სქემას იყენებს, შესაბამისად, საბა სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობის წევრად განიხილება. აღსანიშნავია, რომ „მონცამ“ ორ ტურში 7 გოლი გაუშვა და დაცვაში გაძლიერება სჭირდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165163