ძიუდო

20:49 | 30.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძის ოქრო და გურამ თუშიშვილის ბრინჯაო ლოზანას გრანდ სლემზე

ძიუდოში ლოზანას გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველომ ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომლებიც ილია სულამანიძის და გურამ თუშიშვილის აქტივშია.

100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ ნიდერლანდელ მიხაელ კორელს, უზბეკ ტულკინბეკ ტურდიევს, იაპონელ ტეტა ჰამადას და ბაჰრეინელ საიდ სადრუდინოვს აჯობა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც ნიდერლანდელ სიმეონ კათარინას იუკოთი აჯობა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ადნან ხანკანს და ალექს სემენენკოს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს ინალ ტასოევთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მან უკრაინელ აკივ ხამოს აჯობა. ბრინჯაოსთვის გურამი არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მაგომედომარ მაგომედომაროვს იპონი მოუგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლოზანაში გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ ორი ოქროს მედალი მაინც მოიპოვა, რომლებიც ეთერ ლიპარტელიანისა და ილია სულამანიძის აქტივშია, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156047