ლოზანას გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს, გურამ თუშიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ ნიდერლანდელ მიხაელ კორელს, უზბეკ ტულკინბეკ ტურდიევს, იაპონელ ტეტა ჰამადას და ბაჰრეინელ საიდ სადრუდინოვს აჯობა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ადნან ხანკანს და ალექს სემენენკოს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს ინალ ტასოევთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მან უკრაინელ აკივ ხამოს აჯობა. ბრინჯაოსთვის გურამი არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მაგომედომარ მაგომედომაროვს გაეჯიბრება.
საქართველოს მონაგარი ლოზანაში ამ დროისთვის ეთერ ლიპარტელიანის ოქროს მედალია.







