ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ სლემის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტმა 57 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო.
პირველსავე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში გასვლა მოახერხა და ოქროც მოიპოვა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალამდე: უზბეკი მაისა პარდაევა, ფინელი პიჰლა მატიკაინენი, იტალიელი ჯულია კარნა და ფრანგი მართა ფავაზი დაამარცხა. ფინალში მან ფრანგ სარა ლეონი სისიკეს აჯობა და ოქრო დაისაკუთრა.
ლოზანას გრანდ სლემი შაბათ-კვირას კიდევ გაგრძელდება და ქართველი ძიუდოისტებიც იასპარეზებენ.







