ფეხბურთი

15:57 | 28.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე "იბერიას" ყველა მეტოქე გაირკვა

კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, თბილისის "იბერიას" მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს ჩემპიონი მეექვსე კალათაში იყო განთესილი. დებულების თანახმად, თითოეულ გუნდს თითოოეული კალათიდან ერთი მეტოქე ერგო. გუნდები ფაზის ეტაპზე 6-6 მატჩს ჩაატარებენ, სამს შინ და სამს სტუმრად.

„იბერია“ კონფერენს ლიგაზე თბილისში უმასპინძლებს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“, ესპანურ „ხეტაფეს“ და შვედეთის ჩემპიონ „მიალბის“, ხოლო საქართველოს ჩემპიონს სტუმრად დანიურ „კოპენჰაგენს“, ბელგიურ „სენტ-ტრუიდენსა“ და ჩეხურ „იაბლონეცს“ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ „ხეტაფეში“ საბა საზონოვი თამაშობს, ხოლო „იაბლონეცში“ - ვახტანგ ჭანტურიშვილი.

"იბერიას" მეტოქეები: კოპენაჰენი (სტუმრად), ცრვენა ზვეზდა (შინ), ხეტაფე (შინ), სენტ-ტრუიდენი (სტუმრად), იაბლონეცი (სტუმრად), მიალბი (შინ).

"იბერია" მეორე ქართული გუნდია "დინამო თბილისის" და 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ, რომელიც ევროტურნირების ძირითად ეტაპზე მოხვდა. ზუსტი კალენდარი, თუ ვის რომელ ტურში შეხვდება თბილისური გუნდი, შაბათს გახდება ცნობილი.

ქართველი ლეგიონერების კლუბების კალენდარი ასეთია:

„კაუნო ჟალგირისის“ მეტოქეები: ფრაიბურგი (შინ), ბრაიტონი (სტუმრად), ლუგანო (სტუმრად), ბრანი (შინ), რიგა (შინ), ეგნატია (სტუმრად)

„იაბლონეცის“ მეტოქეები: ფრაიბურგი (სტუმრად), ბრაიტონი (შინ), ლუგანო (შინ), ტრაბზონსპორი (სტუმრად), რიგა (სტუმრად), იბერია (შინ)

„კრაიოვას“ მეტოქეები: კოპენჰაგენი (შინ), ბრაიტონი (სტუმრად), ხეტაფე (შინ), კაირატი (სტუმრად), ინტერ ესკალდესი (სტუმრად), ეგნატია (შინ)

„ხეტაფეს“ მეტოქეები: აიაქსი (სტუმრად), ბრაიტონი (შინ), ლუგანო (შინ), კრაიოვა (სტუმრად), ინტერ ესკალდესი (შინ), იბერია (სტუმრად)

„ეგნატიას“ მეტოქეები: ბრაგა (სტუმრად), მიდტიულანდი (შინ), ლინკოლნი (შინ), კრაიოვა (სტუმრად), ორჰუსი (სტუმრად), კაუნო (შინ).

კონფერენს ლიგის მთავარი ფავორიტების კალენდარი კი ასეთია:

„ატალანტას“ მეტოქეები: აიაქსი (სტუმრად), პაფოსი (შინ), ბორაცი (სტუმრად), კაირატი (შინ), რიგა (სტუმრად), მიალბი (შინ)

„ბრაგას“ მეტოქეები: კოპენჰაგენი (სტუმრად), გენტი (შინ), კუპსი (შინ), ბრანი (სტუმრად), ორჰუსი (სტუმრად), ეგნატია (შინ)

„აიაქსის“ მეტოქეები: ატალანტა (შინ), მიდტიულანდი (სტუმრად), ხეტაფე (შინ), სენტ-ტრუიდენი (სტუმრად), ჰაიდუკი (სტუმრად), თუნი (შინ)

„ფრაიბურგის“ მეტოქეები: მონაკო (სტუმრად), პანათინაიკოსი (შინ), ტვენტე (შინ), ტრაბზონსპორი (სტუმრად), იაბლონეცი (შინ), კაუნო (სტუმრად)

„მონაკოს“ მეტოქეები: ფრაიბურგი (შინ), ბრაიტონი (სტუმრად), ლინკოლნი (შინ), ჰართსი (სტუმრად), ნირდშელანდი (შინ), ცსკა სოფია (სტუმრად)

„ბრაიტონის“ მეტოქეები: მონაკო (შინ), პანათინაიკოსი (სტუმრად), ხეტაფე (სტუმრად), კრაიოვა (შინ), იაბლონეცი (სტუმრად), კაუნო (შინ)

1-8 ადგილოსნები მერვედფინალში პირდაპირ გავლენ, 9-24 ადგილოსნები 1/16-ფინალში ითამაშებენ მერვედფინალის საგზურისთვის, ხოლო 25-36 ადგილოსნები ტურნირს ფაზის ეტაპზე დაასრულებენ.

კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპის განრიგი

I ტური - 15 ოქტომბერი

II ტური - 22 ოქტომბერი

III ტური - 5 ნოემბერი

IV ტური - 26 ნოემბერი

V ტური - 10 დეკემბერი

VI ტური - 17 დეკემბერი

1/16-ფინალი - 18-25 თებერვალი

მერვედფინალი - 11-18 მარტი

მეოთხედფინალი - 8-15 აპრილი

ნახევარფინალი - 29 აპრილი და 6 მაისი

ფინალი - 2 ივნისი (სტამბოლი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166497