ჩოგბურთი

0:26 | 28.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე აშშ-ს ღია პირველობას გამოეთიშა

აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში დამარცხდა ეკატერინე გორგოძე, რომელსაც ჩეხმა გაბრიელა კნუტსონმა ორ სეტში, 6:4, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. გორგოძე ახლოს იყო აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადესთან, მაგრამ იქ მოხვედრა მაინც ვერ მოახერხა.

გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე მანამდე ორი შეხვედრა მოიგო ბერძენ დესპინა პაპამიხაილთან (7:6, 7:6) და პოლონელ კატარინა კავასთან (3:6, 7:6, 6:2).

მარიამ ბოლქვაძის შეხვედრა ანუკ კუვერმანსთან მეორე სეტში, ტაიბრეიკზე წვიმის გამო შეწყდა. მეტოქე იგებდა - 6:3, 6:6 (3:3).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162805