მსოფლიო რაგბმა სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ სერიის მეორე და მესამე ტესტ-მატჩებისთვის მატჩის ოფიციალურ პირთა დანიშვნებში ცვლილებები შეიტანა. ავადმყოფობის გამო, კეიპტაუნში გასამართ მეორე ტესტ-მატჩში ნიკა ამაშუკელს ავსტრალიელი ანგუს გარდნერი შეცვლის, ხოლო ქართველი მსაჯი 5 სექტემბერს იოჰანესბურგში დაგეგმილ მესამე ტესტს განსჯის.
სერიის მესამე ტესტ-მატჩში, რომელიც 5 სექტემბერს იოჰანესბურგში გაიმართება, მთავარ მსაჯად ნიკა ამაშუკელი დაინიშნა. ავსტრალიელი ანგუს გარდნერი ამ შეხვედრაში პირველი ასისტენტი მსაჯის ფუნქციას შეასრულებს.
მესამე ტესტ-მატჩის სხვა ოფიციალურ პირებად დაინიშნენ ინგლისელი კრისტოფ რიდლი, ფრანგი ერიკ გაუზინი და ავსტრალიელი ბრეტ კრონანი. გაუზინი ვიდეორეფერის (TMO), ხოლო კრონანი თამაშის უხეში დარღვევების განხილვის ოფიციალური პირის (FPRO) ფუნქციას შეასრულებს.
მესამე ტესტ-მატჩის განახლებული დანიშვნები: • მთავარი მსაჯი: ნიკა ამაშუკელი (საქართველო) • პირველი ასისტენტი მსაჯი: ანგუს გარდნერი (ავსტრალია) • მეორე ასისტენტი მსაჯი: კრისტოფ რიდლი (ინგლისი) • ვიდეორეფერი (TMO): ერიკ გაუზინი (საფრანგეთი) • FPRO: ბრეტ კრონანი (ავსტრალია)
RUGBY.GE







