ფეხბურთი

23:34 | 27.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ჭანტურიშვილის ბრწყინვალე გოლი კონფერენს ლიგაზე "რეინჯერსთან"

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ჩეხურმა „იაბლონეცმა“ „რეინჯერსი“ ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლით დაამარცხა და ფაზის ეტაპზე ითამაშებს.

შოტლანდიაში „რეინჯერსმა“ 1:0 მოიგო, ხოლო ჩეხეთში მასპინძლებმა ამავე ანგარიშით სძლიეს მეტოქეს. ერთადერთი გოლი ჭანტურიშვილმა გაიტანა, 73-ე წუთზე მან ძალიან ლამაზი გოლით დაამწუხრა შოტლანდიური გრანდი.

დამატებით დროში არაფერი შეიცვალა, ხოლო პენალტებში „იაბლონეცმა“ 4:3 იმარჯვა და ფაზის ეტაპზეა, ხოლო „რეინჯერსი“ ტურნირს გამოეთიშა. ჭანტურიშვილმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე ითამაშებს ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვაც“, რომელიც ევროპა ლიგის პლეი-ოფში „არარატ-არმენიასთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა, 98-ე წუთზე გაშვებული გოლით, ორი მატჩის ჯამში კი 1:2 წააგო, შესაბამისად, ევროპა ლიგაზე ვერ გავიდა, მაგრამ კონფერენს ლიგაზე იქნება. მექვაბიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში დამარცხდა ლევან თანდილაშვილის „ეგნატია“, რომელმაც დამატებით დროში წააგო ნორვეგიულ „ლილესტორმთან“ 1:2 და ალბანური გუნდიც კონფერენს ლიგაზე იქნება. თანდილაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო იყო.

იგივე ბედი ეწია „კაუნო ჟალგირისს“, რომელმაც „ბეშიქთაშს“ 1:0 მოუგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 1:3 დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გამოვა. ანტონ თოლორდავას მასპინძელთა შორის არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158744