ეკატერინე გორგოძე აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაციის ფინალშია და ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს.
კვალიფიკაციის მეორე წრეში გორგოძემ ბერძენი დესპინა პაპამიხაილი 7:6, 7:6 დაამარცხა.
ორივე სეტი უაღრესად დაძაბული გამოდგა. ეკატერინე პირველ სეტში 4:0 დაწინაურდა, მეორე სეტში 4:1, მაგრამ ორჯერვე ბერძენმა თამაშში დაბრუნება მოახერხა და სიტუაცია ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც გორგოძემ მაინც აჯობა მეტოქეს. პირველ ტაიბრეიკზე 7:3 და მეორეზე 7:2. თამაში 2 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა.
შესაბამისად, გორგოძე 27 აგვისტოს, კვალიფიკაციის ფინალში ჩეხ გაბრიელა კნუტსონს შეხვდება. კვალიფიკაციის პირველ წრეში მან პოლონელ კატარინა კავას 3:6, 7:6, 6:2 სძლია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაციის ფინალში მარიამ ბოლქვაძეცაა და ისიც 27 აგვისტოს ითამაშებს. ასე რომ, არსებობს შანსი, რომ US Open-ზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ვიხილოთ.







