ჩოგბურთი

21:28 | 26.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე US Open-ის კვალიფიკაციის ფინალშია

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა და ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე რუსი მეტოქე, ალევტინა იბრაგიმოვა ორ სეტში - 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. მარიამი ორივე სეტში უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება არ გასჭირვებია.

მარიამმა კვალიფიკაციის პირველ წრეში მანამდეც რუსი მეტოქე დაამარცხა, ერიკა ანდრეევა ორ სეტში 6:4, 7:6.

ბოლქვაძე 27 აგვისტოს, კვალიფიკაციის ფინალში ნიდერლანდელ ანუკ კუერმანსს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158171