ძიუდო

15:16 | 10.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლოზანას გრანდ-სლემისთვის ცნობილია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლოზანას გრანდ-სლემზე 13 ძიუდოისტით წარდგება. აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად გაიმართება და მასში მონაწილეობას 73 ქვეყნის 530 ძიუდოისტი მიიღებს. ტურნირი 28-30 აგვისტოს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

ვაჟთა ნაკრები - თორნიკე გიგაური -66 კგ, ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ, მიხეილ ბახბახაშვილი -73 კგ, გიორგი ლოლაძე -73 კგ, ზაურ დვალიშვილი -81 კგ, ლუკა ჯავახიშვილი -90 კგ, აკაკი ჯაფარიძე -90 კგ, ილია სულამანიძე -100 კგ, გურამ თუშიშვილი +100 კგ.

გოგონათა ნაკრები - ეთერ ლიპარტელიანი -57 კგ, ნინო ლოლაძე -57 კგ, ნინო გულბანი -70 კგ, სოფიო სომხიშვილი +78 კგ.

ცნობისთვის, ლაშა გუჯეჯიანის წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდაა დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113889