„არსენალმა“ „ნიუკასლთან“ ნახევარმცველ ბრბრუნო გიმარაეში,იმარაეშის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია - წერს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.
წყაროს ცნობით, ლონდონელები 28 წლის ბრაზილიელის ტრანსფერში დაახლოებით 88 მილიონ ევროს გადაიხდიან. „არსენალმა“ ნახევარმცველთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.
გიმარაეში „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს; მისი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
2025/26 წლების სეზონში ნახევარმცველმა 41 მატჩში ცხრა ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.





