ფეხბურთი

14:48 | 5.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ბრაზილიის თასის მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა

ბრაზილიური „სანტოსის“ თავდამსხმელი ნეიმარი „რემოს“ გულშემატკივრებს ბრაზილიის თასის მერვედფინალის მატჩის შემდეგ დაუპირისპირდა. „სანტოსმა“ საპასუხო შეხვედრა სტუმრად 0:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა (პირველი მატჩი 0:0).

მატჩის შემდეგ ნეიმარი გასახდელის გვირაბში მასპინძელ გულშემატკივრებს და პერსონალს დაუპირისპირდა.

„სანტოსის“ ერთადერთი გოლი თავდამსხმელმა რონიმ გაიტანა 74-ე წუთზე, ნეიმარის გადაცემის შემდეგ. „რემო“ 28-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, მას შემდეგ, რაც მცველი მარლონი მოედნიდან გააძევეს.

34 წლის ნეიმარი „სანტოსში“ 2025 წლის იანვარში დაბრუნდა. მისი წინა კლუბი საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი“ გახლდათ, სადაც ის 2023 წლიდან თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163407