სხვა

13:30 | 3.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვის წინააღმდეგ იჩხუბებს არმან ცარუკიანი? სავარაუდო მეტოქე ცნობილია

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის სომეხი მებრძოლი არმან ცარუკიანი მომდევნო ორთაბრძოლას ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს. ინფორმაციას ცნობილი MMA-ის გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, UFC-ი ამ ბრძოლის ჩანიშვნაზე აქტიურად მუშაობს და ყველაფერი შეიძლება უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდეს. წინასწარი ინფორმაციით აღნიშნული დაპირისპირება UFC331- ზე უნდა გაიმართოს, რომელიც 19 სექტემბერს ლოს ანჯელესში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით უცნობია იდება თუ არა სასწორზე BMF-ის ქამარი.

ცნობისთვის, არამან ცარუკიანი და ჩარლზ ოლივეირა აქამდე უკვე შეხვედრიან ერთმანეთს, სადაც დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება სომეხ მებრძოლს დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168678