ფეხბურთი

11:51 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზორან ლაკოვიჩი: “ უეფას სერბეთი-ალბანეთის მატჩის გაგრძელება უნდოდა”

სერბეთისა და ალბანეთის ეროვნულ ნაკრებთა ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩის ჩაშლის შემდეგ, სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სტეფან ლაკოვიჩმა აღნიშნა, რომ უეფა და სერბეთის მხარე შეხვედრის გაგრძელების მომხრეები იყვნენ, თუმცა ალბანელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

პირველი ტაიმის მიწურულს სტადიონზე უპილოტო მცირე ზომის თვითმფრინავი გამოჩნდა ალბანეთის დროშით. სერბმა მცველმა შტეფან მიტროვიჩმა დახია ალბანეთის დროშა, რასაც მოედანზე ჩხუბი მოჰყვა. არეულობა იყო ტრიბუნებზეც. ზოგიერთმა სერბმა გულშემატკივარმა მინდორზე გადაინაცვლა და ალბანელი ფეხბურთელების ცემას შეეცადა, თუმცა მთავარმა მსაჯმა მარტინ ანტკინსონმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა.

Blic-ის ცნობით, უპილოტო თვითმფრინავს, საპატიო ლოჟაში მყოფი ალბანეთის პრემიერმინისტრის ძმა მართავდა. მას დისტანციური მართვის პულტი აღმოაჩნდა.

ზორან ლაკოვიჩი(სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი): “უეფადან” მოვიდა დირექტივა, რომ მატჩი გაგრძელებულიყო, თუმცა ალბანელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს, მათი თქმით, ისინი მატჩზე კონცენტრაციას ვერ მოახდენდნენ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150076