ფეხბურთი

15:33 | 2.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe: კვარაცხელია ოქროს ბურთის რეალური პრეტენდენტია

ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოპოვებას იმსახურებს.

გავლენიანი გაზეთი კვარას შესახებ დღევანდელ ნომერში წერს:

„ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას ისახავს მიზნად. შესვენების დროს პერსონალიზებული ფიტნეს პროგრამის გავლის შემდეგ, კვარა წინასასეზონო პერიოდს საუკეთესო ფორმაში დაუბრუნდა და მზადაა კიდევ უფრო მეტი დიდების მოსაპოვებლად. ქართველი ვარსკვლავის მიზანია გახდეს კევინ კიგანის შემდეგ პირველი ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გარეშე მოიგებს. ის რეალურ პრეტენდენტია“, - წერს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156215