ფეხბურთი

0:39 | 2.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილის საგოლე პასი რუმინეთის ჩემპიონატში

რუმინეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „კრაიოვამ“ „პეტროლული“ 4:0 გაანადგურა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილმა საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 75 წუთის განმავლობაში იყო, ხოლო 10 წუთით ადრე საიმონ ელისორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ანგარიში 4:0 გახადა.

მექვაბიშვილისთვის რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ეს პირველი საგოლე პასია, მაგრამ თითო ასისტი მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და რუმინეთის სუპერთასზეც აქვს.

„კრაიოვა“ 6 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „არჟერსს“ შეხვდება, თუმცა მანამდე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ „კუპსს“ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164822