ფეხბურთი

23:52 | 1.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი ინფანტინოს მოუწოდებს, გადადგეს ფიფას პრეზიდენტის თანამდებობიდან

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გამოეხმაურა ფიფას გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა მსოფლიო ჩემპიონატის უფლების კერძო ინვესტორებისთვის გაყიდვის გეგმაზე და მოუწოდა ჯანი ინფანტინოს გადადგომისკენ.

„ფიფას გადაწყვეტილება, უკან გაეწვია თავისი შეჯიბრებების პრივატიზაციის წინადადება, კარგი ამბავია. თუმცა, სერიოზული შეცდომა იქნებოდა ვიფიქროთ, რომ ეს ორგანიზაციის მმართველობის პრობლემას აგვარებს.

კონფედერაციები, ეროვნული ასოციაციები, ლიგები, მოთამაშეები და ფეხბურთის სხვა დაინტერესებული მხარეები არ უნდა შემოიფარგლონ ამ გადაწყვეტილებით და საკითხი დასრულებულად არ უნდა ჩათვალონ. პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა.

დაგვავიწყდა უკვე (ფოლარინ ბალოგუნის) წითელი ბარათის გაუქმება პოლიტიკური ჩარევის შემდეგ? ან აშშ-ის კონგრესის მიერ დაწყებული გამოძიება, რომელმაც ჯანი ინფანტინოს მოსთხოვა სერიოზული დარღვევების შესახებ გამოსვლა? ფიფას ისტორიულ კორუფციულ საქმეებში ბრალდებების მოხსნა? მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების სკანდალური ფასები? საერთაშორისო კალენდართან, ახალ ტურნირებთან და ფორმატებთან დაკავშირებით ცალმხრივი გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მიიღეს დაინტერესებულ მხარეებთან სრული დიალოგისა და შეთანხმების გარეშე?

პრობლემა არასდროს ყოფილა მხოლოდ ერთი კონკრეტული წინადადება. პრობლემა თავად მმართველობის მოდელშია, რომელიც ძალაუფლებას ერთ ხელში აქცევს, ასუსტებს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებს და ზღუდავს მიღებული გადაწყვეტილებებით პირდაპირ დაზარალებულთა გავლენას.

ამიტომ, მჯერა, რომ ჯანი ინფანტინომ არ უნდა გააგრძელოს ფიფას მართვა. მსოფლიო ფეხბურთს ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება, რომელსაც შეუძლია მოდერნიზაცია მოახდინოს. მმართველობის სისტემა, ორგანიზაციის მიმართ ნდობის აღდგენა და სამომავლო გადაწყვეტილებები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მიიღოს, წინასწარ შეაფასოს მათი სპორტული, ეკონომიკური და სოციალური შედეგები და არა ცალმხრივად დააწესონ ისინი.

ერთი წინადადების უკან წაღება არ შლის ყველაფერს, რაც ადრე იყო. „ეს მხოლოდ აისბერგის წვერია“, - დაწერა ტებასმა თავის სოციალურ ქსელში.

ინფანტინო ავითარებდა გაყიდვის გეგმას, რომელსაც პოტენციურად შეეძლო მისთვის პირადად ათობით მილიონი დოლარის მოგება მოეტანა და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირებთან. არაერთმა საფეხბურთო ორგანიზაციამ და სპორტულმა მოღვაწემ დაგმო გადაწყვეტილება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169347