ფეხბურთი

19:45 | 30.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინლერი: "ჩაკვეტაძეს სურს დაამტკიცოს, რომ ამ დონეზე თამაში შეუძლია"

„უდინეზეს“ გენერალურმა დირექტორმა ფრანკო კოლავინომ გიორგი ჩაკვეტაძის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მან შეაქო ქართველი ფეხბურთელი და აღნიშნა:

„ჩაკვეტაძე მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, საერთაშორისო გამოცდილებით, „უოტფორდში“ 100-ზე მეტი მატჩი ითამაშა და დირექტორი ნანი ძალიან კარგად იცნობს. კეთილი იყოს მისი მობრძანება და უდინეში წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ.

ჩაკვეზე ისაუბრა „უდინეზეს“ სპორტულმა დირექტორმა გოქან ინლერმაც:

„ჩაკვეტაძე ძლიერი მენტალიტეტის მქონე ბიჭია, მისი თამაში ტელევიზორში მქონდა ნანახი და ლონდონშიც, მაგრამ ახლა ვარჯიშებზეც შემიძლია. უკვე აქვს გამოცდილება და მენტალიტეტი. სურს დაამტკიცოს, რომ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და დავეხმარებით, რომ მაქსიმუმი გამოავლინოს“, - აღნიშნა ინლერმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით 2023 წლიდან 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში სამი გოლის გატანა მოახერხა. მას ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, „გენტში“, „ჰამბურგსა“ და „სლოვანში“. საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 39 შეხვედრაში 10 გოლია.

„უდინეზე“, რომელსაც კოსტა რუნიაიჩი ავარჯიშებს, 2025-2026 წლების სეზონში სერია A-ში მეათე იყო. ჩაკვეტაძე ტოპლიგაში კარიერაში პირველად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171754