2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა არგენტინა 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა ჩემპიონი. მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და არგენტინელი ფეხბურთელი ნიკოლას ოტამედი ესპანელთა კაპიტანს როდრის სიტყვიერად დაუპირისპირდა.
მათი საუბარი DAZN Spain-მა გაშიფრა და როგორც ირკვევა ოტამენდის გაბრაზება ესპანელი ფეხბურთელების მხრიდან მატჩის წინ მსაჯებზე გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.
ოტამედნი როდრის - "ნაკლები ილაპარაკე, მეგობარო. მთელი კვირა ტიროდით. მთელი კვირა მხოლოდ წუწუნებდით. მატჩამდე ასე მოქცევა არ შეიძლება, ხომ იცი არა? მთელი დრო მსაჯებზე წუწუნსა და ტირილს მოანდომე",
როდრი - "კი მაგრამ, მე რა ვთქვი?“
ოტამენდი - "მოიცა შენ ლაპორტის ინტერვიუ არ გინახავს?",
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ აიმერიკ ლაპორტიმ Marca-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან მაჯებზე ისაუბრა. სწორედ ამან გამოიწვია ოტამენდის გაბრაზება.
"ფეხბურთში უხეშობა საერთოდ არ მაღელვებს, თუ ეს დაშვებულია და მსაჯი თავის საქმეს აკეთებს, პრობლემა არ მაქვს. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ბოლო მატჩებში ვნახეთ რაღაცები, რამაც ძალიან გაგვაკვირვა. ბევრი ისეთი უხეშობა იყო, რომელიც სრულიად დაუსჯელი დარჩა. განსაკუთრებით არგენტინის წინააღმდეგ თამაშებში. ისინი მეტოქეებს ძალიან უხეშად ეთამაშებიან, თუმცა ვნახე, რომ ეს ქმედებები რეაგირების გარეშე რჩებოდა. ფეხბურთში, მით უმეტეს ასეთ დიდ ტურნირზე, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს არის საკითხი, რომელიც მსაჯებმა მკაცრად უნდა გააკონტროლონ", - განაცხადა ლაპორტიმ ფი9ნალური მატჩის წინ.





