ფეხბურთი

0:44 | 19.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" როჯერსი "ჩელსიმ" წაართვა, "ასტონ ვილა" 138 მილიონს მიიღებს

ლონდონის „ჩელსი“ „ასტონ ვილადან“ მორგან როჯერსს დაიმატებს. ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია.

„ჩელსი“ ბირმინგემელებს 138 მილიონ ევროს გადაუხდის და კონტრაქტს 2033 წლამდე გაუფორმებს.

როჯერსის გადაბირებასთან ძალიან ახლოს „არსენალი“ იყო, მაგრამ „ჩელსიმ“ ბოლო მომენტში აჯობა თანაქალაქელს და 23 წლის შემტევით გაძლიერდება.

მორგან როჯერსი „ასტონ ვილაში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 125 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მისი კარიერა „ვესტ ბრომვიჩში“ დაიწყო, შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, საიდანაც იჯარით „ლინკოლნში“, „ბორნმუთში“, „ბლექპულსა“ და „მიდლსბროში“ ირჯებოდა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 21 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154899