გორის "დილამ" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში სან-მარინოს "ვირტუსთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა გორულმა კლუბმა მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა, რადგან საკუთარ მოედანზე 3:1 ჰქონდა მოგებული.
სან-მარინოში გამართული შეხვედრის შემდეგ "დილას" მეკარემ დავით კერესელიძემ კომენტარი გააკეთა:
"დღეს ძალიან მძიმე თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, უკეთესად თამაში შეგვეძლო, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. რაც შეეხება მომდევო ეტაპს, ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს “აპოლონის” სახით, თუმცა მაქსიმალურად მოვემზადებით, ვნახავთ მათ თამაშებს და რა თქმა უნდა, ჩვენს შეცდომებზეც ვიმუშავებთ და პოზიტიურად შევხვდებით მათთან მატჩს”, - განაცხადა კერესელიძემ.
გორის "დილა" მეორე ეტაზე კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 23 ივლიის გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი 30 ივლისს არის ჩანიშნული.





