ჩოგბურთი

16:59 | 16.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვედეთის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში არგენტინელ ტიაგო აგუსტინ ტირანტეს დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო. პირველი სეტი ამერიკელის გამარჯვებით 7:5 დასრულდა, თუმც ნიკოლოზმა მეორე სეტში თამაში გამოასწორა და დამაჯერებლად 6:3 მოიგო. გადამწყვეტ მესამე სეტში უკეთესი შთაბეჭდილება ტირანტემ დატოვა და საბოლოოდ 6:4 იმარჯვა.

ბასილაშვილს 11 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, მის მეტოქეს კი არც ერთი ეისი და 2 ორმაგი შეცდომა. შეხვედრა 2 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP-i რეიტინგში 135-ე საფეხურს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162105