კალათბურთი

0:25 | 19.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11 ქულა: "ბარსელონამ" ფინალური სერია მოგებით დაიწყო

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური სერია თორნიკე შენგელიას კარგად დაიწყო და „ვალენსია“ სტუმრად დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი პერიოდი 12 ქულით მოიგეს, მაგრამ სტუმრებმა მოახერხეს შემდეგ უკეთ ათამაშება. ძირითადი დრო 101:101 დასრულდა, ყველაფერი ოვერ ტაიმში გაირკვა, რომელიც „ბარსამ“ 12:11 მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა - 113:112.

თორნიკე შენგელიამ 29 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. მოგეხსენებათ, შენგელიას ესპანეთის ჩემპიონატი „ბასკონიაში“ თამაშის დროს მოგებული აქვს.

სერიის მეორე მატჩი 20 ივნისს, ისევ ვალენსიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163649