ფეხბურთი

22:30 | 7.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "2025 წელს ოქროს ბურთის მოგება შემეძლო, მაგრამ დემბელემ დაიმსახურა"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ 2025 წელს ოქროს ბურთის მოგების იმედი ჰქონდა, მაგრამ უსმან დემბელემ ჯილდო დამსახურებულად მოიგო.

იამალმა ასევე თქვა, რომ ვიდეორეფერი თამაშს ძალიან ანელებს:

„გულწრფელად რომ ვთქვა, იმ დღეს მეგონა, რომ შემეძლო ოქროს ბურთის მოგება. თუმცა, ვფიქრობ, რომ სწორი იყო, რომ დემბელემ მოიგო. ჯერ ჩემი დრო არ დამდგარა. ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. დემბელეს ხშირად ვესაუბრები და ძალიან გამიხარდა მისი წარმატება.

VAR-მა ფეხბურთი უფრო სამართლიანი გახადა, მაგრამ თამაშს ძალიან ანელებს. როდესაც მატჩი ექვსი წუთით ჩერდება, ეს გადაჭარბებულია. მახსოვს წარსულის ფეხბურთი: შეიძლებოდა მსაჯის შეცდომები ყოფილიყო, თუნდაც სერიოზული, მაგრამ პაუზები არ იყო“, - თქვა იამალმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168849