კალათბურთი

0:10 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ სტუმრად გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ დაძაბულ ბრძოლაში, 102:97 დაამარცხა.

ორივე ქართველმა ითამაშა: შენგელიამ 21 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიენტი 15-ს გაუტოლდა.

შერმადინმა 16 წუთში თავის გუნდს მხოლოდ 2 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. მან 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 2 იყო.

„ტენერიფე“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა, 17 მოგებით და 14 წაგებით მეშვიდე ადგილზეა და 20 მაისს, „ჟუვენტუტ ბადალონას“ შინ შეხვდება, ხოლო „ბარსელონა“ 23 მოგებით და 9 წაგებით მესამეა და 29 მაისს, „მორაბანკ ანდორას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162652