ფეხბურთი

17:15 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერიდან" კაზემირო გააცილეს, ბრუნომ რეკორდი გაიმეორა

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნოტინგემ ფორესტი“ 3:2 დაამარცხა.

მეხუთე წუთზე ლუკ შოუმ ანგარიში გახსნა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში მორატომ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე მათეუშ კუნიამ მასპინძლები მეორედ დააწინაურა. 76-ე წუთზე ბრაინ მბეუმომ უპირატესობა ორამდე გაზარდა, საგოლე პასი კი ბრუნო ფერნანდეშმა გააკეთა, რომელმაც რეკორდი დაამყარა.

ბრუნოს 20 საგოლე პასი აქვს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, რითაც ტიერი ანრის და კევინ დე ბრუინის შედეგი გაიმეორა. „ნოტინგემმა“ მატჩის მიწურულს მორგან გიბს-ვაითის გოლით შეამცირა სხვაობა, თუმცა მეტი ვერ შეძლო.

„ოლდ ტრაფორდზე“ ბოლოჯერ ითამაშა კაზემირომ, რომელმაც ემოციები ვერ შეიკავა და მოედანი აცრემლებულმა დატოვა.

„მანჩესტერი“ 68 ქულით მესამე ადგილზეა და სეზონს 24 მაისს, „ბრაიტონთან“ საგარეო მატჩით დაასრულებს, ხოლო „ნოტინგემი“ 43 ქულით მე-16 ადგილზეა და პრემიერლიგაში ადგილი შენარჩუნებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165686