კატალონიის “ბარსელონას”ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ლამინ იამალს ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება აქვს, რის გამოც მისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია.
პოზიტიური მხარე ის არის, რომ ექიმების პროგნოზით, იამალი სრულად გამოჯანმრთელდება და მზად იქნება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
ცნობისთბის, იამალმა დაზიანება ვიგო “სელტასთან” 1:0 მოგებულ მატჩში მიიღო. ერთადერთი გოლი “ბარსელონას”მხრიდან სწორედ იამალმა გაიტანა, მან მე-40 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. სწორედ პენალტის შესრულების მომენტში 18 წლის ესპანელმა ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა.





