გიორგი გულიაშვილმა „რასინგის“ მაისურით მორიგი გოლი გაიტანა და „სოსიედად B-სთან“ გამარჯვებაში თავის გუნდს დაეხმარა (3:1).
ქართველ ფორვარდს ესპანეთში აქებენ, რადგან ის ძალიან კარგად მოერგო „რასინგს“ და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს:
AS: მეექვსე გოლი 9-იანისთვის, რომელიც 9-იანი არ არის. მან აიოს აშკარა შეცდომა გამოიყენა და იდეალურად დაასრულა თამაში. კარგი სირბილისა და კიდევ უფრო უკეთესი დრიბლინგის შემდეგ მას მეორე შანსი ჰქონდა, მაგრამ არანამ მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი ფანტასტიკური სეივით მოიგერია“.
ჟურნალისტი პაბლო პუენტე კი წერს: „გულიაშვილმა უკვე გაიტანა 6 გოლი 13 თამაშში და მანამდე ზამთარში დამატებული „რასინგის“ ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც 5 გოლი გაიტანა, ჯოვანი იყო (ლა ლიგაში). 6 გოლი ყველაზე ნაკლებია იმ მონდომებისა და შეუპოვრობისთვის, რომლითაც ის გამორჩევა. ქედს ვიხრი გულის ტრანსფერის წინაშე, ნამდვილად“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „რასინგი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და ლა ლიგისკენ მიიწევს, მომდევნო ტურში კი 26 აპრილს, „სეუტას“ ესტუმრება.





