ფეხბურთი

15:47 | 17.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ზაფხულში "ბორნმუთის" მცველს უფასოდ დაიმატებს

ლონდონის "ტოტენჰემმა" "ბორნმუთის მცველ მარკო სენსისთან შეთანხმებას მიაღწიეს და არგენტინელი ფეხბურთელი "დეზებს" უფასოდ შეუერთდება.ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი დავიდ ორშტეინი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ტოტენჰემსა" და სენსის შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ყველაფერი უახლოეს პერიოდში ოფიციალურადაც დადასტურდება. არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენდნენ, თუმცა როგორც ჩანს ჩრდილოეთ ლონდონელებმა ყველას აჯობეს.

ცნობისთვის, მარკო სენსი "ბორნმუთის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მას მიმდინარე სეზონში 33 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16022