UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი ფილადელფიაში იმყოფება, სადაც RAF-ს (ჭიდაობის ორგანიზაცია) ღონისძიების ფარგლებში "მანქანა" ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.
ბრძოლამდე მერაბ დვალიშვილი სტეფანია ერგემლიძის გადაცემის სტუმარი იყო და ინტერვიუს დროს ქალაქის ქუჩებში სეირნობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მერაბი იცნო და მასთან ფოტოს გადაღება სურდა, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობის გამო დაბლა ვერ ჩამოდიოდა, მაგრამ "ქართველი მანქანა" თავად ავიდა შენობაზე და ფოტო გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ს ეგიდით 19 აპრილს გაიმართება.







