„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა პარასკევს გუნდის ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და მინდორი დატოვა, იუწყება Sport.es.
წყაროს ცნობით, სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ 18 წლის ნახევარმცველი არ არის დაშავებული. ხაზგასმულია, რომ იამალს კუნთების მცირე დაჭიმულობა აქვს, რაც ხელს არ შეუშლის მას შაბათს, 11 აპრილს, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის „ბლაუგრანას“ განაცხადში ჩართვაში. „ბარსელონას“ ექიმებმა ესპანელს წინა დღეს დასვენება ურჩიეს.
ამ სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2031 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.





