ფეხბურთი

14:42 | 11.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ მცველმა ბასტონიმ „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი თქვა

„ინტერის“ მცველ ალესანდრო ბასტონის, „ბარსელონას“ ინტერესის მიუხედავად, კლუბის შეცვლა უახლოეს მომავალში არ აქვს დაგეგმილი.

„Corriere dello Sport“-ის ცნობით, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვას დაუკავშირდნენ, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა. თავად ფეხბურთელი თავის პოზიციას ინარჩუნებს და „ინტერში“ თამაშის გაგრძელებას აპირებს.

„ინტერში“ ბასტონის იმედი აქვთ, რადგან დაცვის ძირითად მოთამაშედ მოიაზრებენ.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ინტერმა“ „ბარსელონას“ საწყისი შეთავაზება, რომელიც ბასტონის 45 მილიონ ევროდ შეძენას ეხებოდა, უარყო და მინიმუმ 60 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163558