ავსტრიის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეც საქართველოსთვის უმედლო გამოდგა.
ქართველმა ძიუდოისტებმა არათუ ფინალურ ბლოკში გადასვლა ვერ შეძლეს, არამედ პირველივე შეხვედრები წააგეს.
73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ალჟირელ მესუდ დრისთან დამარცხდა, ხოლო ამავე წონაში გიორგი ტერაშვილმა ფინელ ვალტერი ოლინთან განიცადა მარცხი.
81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა სერბ მიჰაილო სიმინთან ვერაფერი გააწყო. ამრიგად, საქართველო ავსტრიაში ჯერჯერობით უმედლოდაა.
ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.







